LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვებ-გვერდი, რომელიც დეველოპერული პროექტების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით

43

ქართული უძრავი ქონების ბაზარზე სიახლეა. შეიქმნა ვებ-გვერდი, რომელიც დაინტერესებულ პირებს დეველოპერული პროექტების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. ვებ-გვერდის Developers.ge -ის დამფუძნებლის , მიშა ძაგნიძის განცხადებით,  პორტალი 1 თვეა გაეშვა და ამ ხნის მანძილზე მას 12 ათასი ვიზიტორი ეწვია.

”ასეთ შედეგს პირველივე თვეში ნამდვილად არ ველოდით. ეს იმას ნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის ინფორმაციაზე მოთხოვნა არსებობს. ჩვენი ვებ-გვერდი სხვა საიტებისგან განსხვავებით, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ, ინოვაციურია იმ კუთხით, რომ აქ მხოლოდ ინფორმაცია თავსდება დეველოპერული  პროექტების შესახებ და არანაირი, ყიდვა, გაქირავება და ა.შ. ჩვენ არ ვერევით კლიენტისა და კომპანიის ურთიერთობაში, უბრალოდ ვაწვდით ინფორმაციას ამა თუ იმ სამშენებლო კომპანიის მიმდინარე, დასრულებული, ან სამომავლო პროექტის შესახებ და ასევე, საკონტაქტო ინფორმაციას”, – აღნიშნა ძაგნიძემ.

მისივე ინფორმაციით, Developers.ge -ზე ამ ეტაპზე 100-მდე კომპანიის 200 პროექტია განთავსებული და ჯერჯერობით მხოლოდ თბილისის მასშტაბით. სექტემბრისთვის კი, როგორც მიშა ძაგნიძემ განმარტა, ვებ-გვერდზე  450-მდე პროექტი განთავსდება, მათ შორის პროექტები, რომლებიც დედაქალაქის გარეთ ხორციელდება.

 ცნობისთვის, Developers.ge   1 ივნისს გაიხსნა.  პორტალზე განთავსებული მასალის წყაროებია – საჯარო და უშუალოდ დეველოპერებისგან მიღებული ინფორმაცია, რაც ასევე გადამოწმებული და დაზუსტებულია საჯარო რეესტრისა და თბილისის არქიტექტურის საიტებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები