LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ველოდებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას – ეკა ბესელია

42

“თუ ვსაუბრობთ სახელმწიფოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გადაწყვეტილებაზე, ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით კომპრომისისა და შეთანხმებისკენ,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, პრეზიდენტთან მმართველი გუნდის შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ შეხვედრამ კონსტრუქციულად ჩაიარა და ახლა მმართველი გუნდი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდება.

“შეხვედრა იყო კონსტრუქციული, საქმიანი. ჩვენ ველოდებით ამ შეხვედრის შედეგს, რაზეცაა დამოკიდებული შემდგომში ჩვენი გადაწყვეტილება. ვფიქრობ, რომ ძალიან გონივრული შეთავაზება გვქონდა. ჩვენი პოზიცია ცნობილია, ველოდებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებაას. მას 10 ოქტომბრამდე აქვს ვადა გადაწყვიტოს, აწერს თუ არა ცვილებებს ხელს,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები