LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენაში დღეს გამართული მორიგი სამუშაო შეხვედრა ,,გაზპრომთან” დასრულდა

71

,,გაზპრომთან” მორიგი სამუშაო შეხვედრა დასრულდა.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ვენაში დღეს გამართული მორიგი სამუშაო შეხვედრა ,,გაზპრომის” წარმომადგენლებსა და ქართულ მხარეს შორის გაიმართა.

“მოლაპარაკების საგანი არ შეცვლილა და გრძელდება სამუშაო პროცესი მხარეებისათვის მისაღები პირობების შეთანხმების მიზნით,”- განაცხადეს სამინისტროში.

როგორც ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გადაცემა „არჩევანში“  გუშინ განაცხადა,  საქართველო არც მხოლოდ „გაზპრომზეა“ დამოკიდებული, არც მხოლოდ – „სოკარზე“.

„ჩვენ ვიმყოფებით პრიორიტეტულ მდგომარეობაში და  ჩვენ გვაქვს კიდევ მესამე შესაძლებლობა, ეს არის „შაჰდენიზის“ კონსორციუმიდან მიღებული გაზუ, რომელიც მოცულობაში დაახლოებით არის 800 მლნ. კუბური მეტრი, ეს არის ჩვენი, სახელმწიფოს საკუთარი გაზის მოცულობა,“- განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები