LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ოდესმე ამას დავწერდი: ფაჩულია მე-16 იწყებს

103

ზაზა ფაჩულია ახალ სეზონს ნბა-ში ახალ გუნდში იწყებს. ჩვენიანის ახალი ნავსაყუდელი „დეტროიტ პისტონსია“. ზაზამ გუნდის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და ამ ამბავს “ფეისბუქზე” გამოეხმაურა:

“პირველად კალათბურთზე რომ შევედი, ვერც ვიფიქრებდი, რომ ოდესმე ამ სტატუსს დავწერდი. მე-16 სეზონი NBA-ში”.

 

NBA-ს ახალი სეზონი 16 ოქტომბერს იწყება. ზაზა “დეტროიტი” პირველ შეხვედრას 18 ოქტომბერს “ბრუკლინ ნეთსთან” გამართავს.

რა შეხსენება უნდა, რომ ფაჩულიამ ბოლო ორი სეზონი “გოლდენ სტეიტში” გაატარა და ორივეჯერ ჩემპიონი გახდა.

 

Photo by: Brian Sevald [email protected]
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები