LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეოგამეორება ჩემპიონთა ლიგაზეც იქნება: ოდნავ მოგვიანებით

82

უეფას ხელმძღვანელობამ დადებითად შეაფასა ვიდეოგამეორების სისტემის (VAR) მუშაობა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე, – წერს Times. ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, ევროპული ფეხბურთის ორგანიზაცია აპირებს, ახალი ტექნოლოგია ჩემპიონთა ლიგაზეც გამოიყენოს, ოღონდ მეოთხედფინალური ეტაპიდან.

უეფას ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ VAR საშუალებას მისცემს თავიდან აიცილონ მსაჯების შეცდომები გადამწყვეტ მატჩებში. ამ საკითხს სექტემბრის დასაწყისში კლუბების ევროპული ასოციაციის შეხვედრაზეც განიხილავენ.

უეფამ შეიძლება ვიდეოგამეორების სისტემა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზეც დანერგოს.

გადაწყვეტილების დამტკიცების შემთხვევაში, უეფა უარს იტყვის მსაჯებზე, რომლებიც კარს უკან დგანან და ისე აკვირდებიან გოლი იყო თუ არა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები