LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ გაარეპინებს ანა მარგველაშვილს – „ძალიან მაგრად „ბაზრობს“

219

„ავტორადიოს“ ეთერში „VIP ზონას“ სტუმრობდა ზაზა ნოზაძე, რომელმაც ქართულ რეპზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიმღერისას ზოგადად და განსაკუთრებით, რეპში გულწრფელობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ კონტექსტში მან ბერა ივანიშვილი ახსენა და თქვა: „პირადად ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც სულ სხვა რაღაცაზე მღერიან და სხვანაირად ცხოვრობენ. ვერ ვილაპარაკებ, რამდენი საჭმელი მაქვს სახლში. აი, მაგალითად, ბერა – მის შემოქმედებაში ყველაზე მეტად მომწონს „ჰიპ ჰოპ ვალსი“, რატომ? მჯერა… არის სიმღერები სხვა არტისტების, რომლებმაც იმაზე არ უნდა იმღერონ, რაზეც მღერიან. რაღაც დონეზე მაინც გულწრფელი უნდა იყო. ბერას კი არ ვაქებ, მისი ბევრი რამ არ მომწონს. სიმღერების სახელები არ მახსოვს, მაგრამ რაც მომწონს, იმისი სახელი გითხარით. ზოგადად, უგემოვნობის ზეიმია. ადამიანები მღერიან წლებია, რომ ჰკითხო, რომელ ჟანრში, დაიწყებენ, აი… აი… ეს პირდაპირ გაუნათლებლობაა და როგორ უნდა გაკეთდეს კარგი პროდუქტი?“

ზაზა არ ეთანხმება სტერეოტიპს, რომ რეპერი არაფხიზელი უნდა იყოს – „ძალიან კარგი თაობა მოდის. არასიფხიზლე ადამიანებს დიდ დროს აკარგვინებს. მე თუ დრო დამიკარგავს, ეს იყო, მაშინ, როცა ფხიზელი არ ვყოფილვარ. მთავარია საქმე…“ – აღნიშნა რეპერმა.

კითხვაზე, მართლა აპირებს თუ არა, რომ გაარეპინოს პრეზიდენტის ქალიშვილს, ზაზამ უპასუხა: „ჩვენ მეგობრები ვართ. ძალიან ნიჭიერია. ჩემი მეგობრული სურვილია და გამიხარდება, ანას ჰიპ-ჰოპი მოისმინოთ. მე მომისმენია და ძალიან მაგრად რეპავს. შევეცდები, რომ დავიყოლიო. ჯერ მთავარია, მისი მეუღლე, გიგი დავიყოლიო, მის ჩაწერასაც ვაპირებ. ისე, არ იქნება საინტერესო, ანა რომ გარეპავს? მაგრად „ბაზრობს“ (იღიმის).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები