LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ მოკვდება წელს: შავ სიაში ყველაზე ახალგაზრდა გასკოინია

57

პოლ გასკოინი 50 ცნობილ ადამიანს შორის მოხვდა, რომლებიც შესაძლოა წელს მოკვდნენ.
ინგლისელმა ლეგენდამ ჯანმრთელობას უნდა მიხედოს.

The DeathList-მა გამოაქვეყნა 50 ადამიანის სია, რომლებიც ამ საიტის აზრით 2018 წელს დაასრულებენ სიცოცხლეს.

49-ე პოზიცია ერგო ყოფილ ფეხბურთელ პოლ გასკოინს, რომელიც ალკოჰოლიზმით იტანჯება. 50 წლის ინგლისელი ყველაზე ახალგაზრდაა ამ სიაში, სადაც ასევე კიდევ ორი ფეხბურთელია – ჯიმი გრივზი და იენ სენტ-ჯონი.

არასპორტულ ადამიანებთგან შავ სიაში მოხვდნენ შარლ აზნავური, პაპი ბენედიქტი, ჯორჯ ბუში უმცროსი და შონ კონერი.

2017 წელს The DeathList-ის წინასწარმეტყველებით 17 ადამიანი გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები