LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიქტორია ბექჰემი რესტორანს რეპუტაციის შელახვისთვის სასამართლოში უჩივის

98

„ჩვენი პიცა უფრო თხელია, ვიდრე ვიქტორია ბექჰემი“ – ასეთი სლოგანი გამოიყენა რესტორანმა Sidhu Golden Fish and Chips თავისი პროდუქციის რეკლამირებისთვის. სლოგანი დაწესებულების ფურგონებზე არის გამოსახული და მას კარიკატურა წარწერით „ანორექსიის დედოფალი“ ერთვის.

ამ ყველაფრით შეურაცხყოფილმა დიზაინერმა გადაწყვიტა კომპანიას, რომელმაც მისი სახელი უნებართვოდ და თან ნეგატიურ კონტექტში იყენებს, სასამართლოში უჩივლოს. დიზაინერის წარმომადგენლებმა რეკლამას „უადგილო“ და „რეპუტაციის შემლახველი“ უწოდეს.

ცნობილია ისიც, რომ ვიქტორიას ბრალდებებს ანორექსიასთან ბრძოლის ორგანიზაციაც შეუერთდა, შესაბამისად, კომპანიას თავის მართლება სერიოზულად მოუწევს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები