LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვირუსია რაღაც მოდებული, წყლით გადადის”, – ქართველი მშობლები ბავშვებში ერთნაირ გამონაყარზე საუბრობენ

2248

“ნასიცხარი”, ალერგია თუ კოკსაკის ვირუსი? – ქართველი დედები ჯგუფში ბავშვების ტანზე ერთნაირი გამონაყარის სურათებს დებენ და მის სიმპტომებზე საუბრობენ.

“ასეთი გამონაყარი აქვს ფეხებზე, მუცელზე და ხელებზე”, – წერს ჯგუფში ერთ-ერთი მშობელი. ის ამბობს, რომ სოფელში იმყოფება და პედიატრმა “ნასიცხარის” დიაგნოზი დაუსვა.

ბავშვის დედა ტემპერატურის მატებაზე წერს.

ჯგუფში სხვა მშობლებიც წერენ, რომ მათ შვილებსაც მსგავსი სახის გამონაყარი აქვს. სიმპტომებიდან ემთხვევა ტემპერატურაც. ზოგიერთ ბავშვს გამონაყარი სახეზეც აღენიშნება.

ერთ-ერთი მათგანი აღნიშნავს, რომ ეს არა გამონაყარი, არამედ ვირუსული ინფექციაა და წყლით მრავლდება.

მშობლები ერთმანეთს ექიმის დიაგნოზებს აცნობენ. რამდენიმე მათგანი გამოთქვამს ეჭვს კოკსაკის ვირუსთან დაკავშირებითაც, თუმცა იქვე აღნიშნავენ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, ამ ვირუსის საქართველოში გავრცელება უარყო.

(ქართველი ბავშვების ფოტოებს “ფორტუნა” განზრახ არ აქვეყნებს, რადგან ფოტოებიც და კომენტარებიც დახურულ ჯგუფში იდება)

აღსანიშნავია, რომ რუსული სააგენტოები ბოლო კვირის განმავლობაში, აქტიურად აქვეყნებენ ინფორმაციას, თურქეთში გავრცელებული ეპიდემიის შესახებ.

აღნიშნული ვირუსის სიმპტომები ემთხვევა, ქართველი დედების ჩივილებსაც.

გაეცანით ჩვენს სტატიას: კოკსაკის ვირუსი: რამდენად საშიშია ეპიდემია საქართველოსთვის.

რა არის კოკსაკი – “ხელი-ფეხი-პირი” (Hand-Foot-and-Mouth)

კოკსაკი ენტეროვირუსული ინფექციაა, რომლითაც ძირითადად ბავშვები ავადდებიან.

med-doctor.net-ზე ვკითხულობთ: კოკსაკი არის ქალაქის დასახელება ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც დაფიქსირდა პოლიომიელიტის მსგავსი დაავადების ეპიდემია, რომელიც გამოწვეული იყო იმ პერიოდში უცნობი ვირუსით. შემდგომში იდენტიფიცირებულმა ვირუსმა მიიღო კოკსაკის სახელწოდება. ECHO არის აბრევიატურა – Entero Cytopathic Humen Orphan.

ინფექციის წყაროა დაავადებული ან ვირუსმტარებელი ადამიანი. გადაცემა ხდება ჰაერ–წვეთოვანი ან ფეკალურ–ორალური გზით.

უფრო ხშირად ავადდებიან ბავშვები და ახალგაზრდები. დამახასიათებელია სეზონურობა – უფრო ხშირია ავადობა ზაფხულში და გაზაფხულზე. გადატანილი დაავადების შემდეგ იმუნიტეტი არის საკმაოდ მყარი და ხანგრძლივი (რამდენიმე წლამდე).

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები