LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვის გულისხმობს პროკურატურა ჩვენებების გავრცელებაში, გამოჩნდება – მიხეილ რამიშვილი

43

„ვის გულისხმობს პროკურატურა ჩვენებების გავრცელებაში, გამოჩნდება,“ – ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა, თბილისის პროკურატურაში შესვლამდე განუცხადა. რამიშვილის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, ვინ გაავრცელა ეს მასალები.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრა დაკავშირებული იქნება იმასთან, რაც ტელევიზიით გასაჯაროვდა. ვის იგულისხმებენ პროკურატურაში, გამოჩნდება. მე არ მაქვს ინფორმაცია, ვინ გაავრცელა ეს მასალები,“ – განაცხადა რამიშვილმა.

ადვოკატმა არ გამორიცხა, რომ აღნიშნული მასალები საპატრიარქოდანაა გავრცელებული. მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ამსახველი მასალების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გუშინ გამოძიება დაიწყო.

რამდენიმე მედიასაშუალებაში ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ამსახველი მასალები გავრცელდა. კერძოდ, მედიაში სხვადასხვა პერიოდში გავრცელდა დახურულ სასამართლო პროცესზე, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის, პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის, მეუფე დიმიტრის ჩვენებები და ასევე დეკანოზ გიორგი მამალაძის საბოლოო სიტყვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები