LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვის რად უნდა ნარკობარონები?“ – მეუფე იაკობმა სალომე ზურაბიშვილს კანაფის დედოფალი უწოდა

84

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი საქართველოში მარიხუანას წარმოება-ექსპორტის ინიციატივას ერისთვის სამარცხვინოს უწოდებს. აღნიშნულ საკითხს მეუფე იაკობი ქადაგებისას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ვეღარ ცნობს.

იაკობი აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ დადგომა, არც ერთ ხელისუფლებას არ გაუბედავს, იმის მიუხედავად, რომ ბევრად უფრო ძლიერები იყვნენ.

“ჩვენ არ გვინდა ნარკობარონების მომრავლება. ეს სირცხვილია ჩვენი ერისთვის.

2012 წელს, მე ვერ ვიფიქრებდი, რომ მომიწევდა ასე საუბარი. ვეღარ ვცნობ იმ ადამიანებს, რომლებიც მოვიდნენ. 2016-დან ვერ ვცნობ ვინ არიან, პარლამენტში ვინ არიან. კეთილი ინებონ და გამოფხიზლდნენ.

სხვებიც ყოფილან… უფრო ძლიერად ყოფილან… შევარდნაძე იყო და უფრო ძლიერად იყო, სააკაშვილი იყო და უფრო ძლიერად იყო, მაგრამ ერმა რომ გადაწყვიტა…

ქართველი ერი სხვანაირია, შეითქმება ხოლმე და ბახტრიონშიც იმარჯვებს, როცა მანამდე თითქმის დამონებული ვყავდით, აბსოლუტურად ყველგან იმარჯვებს. ეს რუსული ოკუპაცია მოვიშოროთ, ტერიტორიული მთლიანობა აღვიდგინოთ, მსოფლიოს თანამეგობრობაში ისეთი ადგილი დავიკავოთ, რაც ჩვენ ერს თავისი კულტურის და თავისი ისტორიის მიხედვით ეკუთვნის. სირცხვილი არ არის დასავლეთზე ვლაპარაკობთ, ამერიკაზე, თუნდაც ესენი რუსეთისკენ იყურებოდნენ – ვის რად უნდა ნარკობარონები? რომელიმეს გინდათ?“, – მიმართა მეუფე იაკობმა მრევლს.

ამის გარდა, მეუფე იაკობმა, მედიასთანაც მწავევე განცხადებები გააკეთა. მარიხუანას თემის წამოწევა-მხარდაჭერისთვის, ბოდბელმა ეპისკოპოსმა, პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც გააკრიტიკა.

„არ ვიცი პრეზიდენტი გახდება თუ არა, მაგრამ კანაფის დედოფალი ნამდვილად გახდება“ – ასე გამოეხმაურა მეუფე იაკობი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ ის თავად ჩაუდგება სათავეში ე.წ. კანაფის კანონპროექტის საინფორმაციო კამპანიას სათავეში.