LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე იაკობი: „ახალ­გაზ­რდე­ბო, ვი­ღა­ცის მო­ნე­ბი არ იყოთ, ფულს არ უყუ­როთ, ეს რუსი იქ­ნე­ბა, ევ­რო­პე­ლი, ჩი­ნე­ლი, ამე­რი­კე­ლი, თურ­ქი თუ ნე­ბის­მი­ე­რი“

161
მეუფე იაკობი

„ახალ­გაზ­რდე­ბო, იზ­რდე­ბით და ვი­ღა­ცის მო­ნე­ბი არ იყოთ, ფულს არ უყუ­როთ, რომ ვი­ღაც მეტს მოგ­ცემთ, ეს რუსი იქ­ნე­ბა, ევ­რო­პე­ლი თუ სხვა, ჩი­ნე­ლი, ამე­რი­კე­ლი, თურ­ქი თუ ნე­ბის­მი­ე­რი“, – ამ განცხადებით ბოდ­ბელ­მა მთა­ვა­რე­პის­კო­პოს­მა, მე­უ­ფე ია­კობ­მა ქა­და­გე­ბი­სას ახალ­გაზ­რდებს მი­მარ­თა.

მეუფემ  საზღვარგარეთ სწას­ვლა­სა და უცხო­ე­თის მხრი­დან დახ­მა­რე­ბა­ზე ისა­უბ­რა და თქვა, რომ ახალ­გაზ­რდე­ბი „პავ­ლი­კა მო­რო­ზო­ვე­ბად“ არ უნდა იქ­ცნენ:

„ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ავა­შე­ნოთ ძლი­ე­რი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, თა­ვი­სუფ­ლე­ბის ღირ­სე­ბით სავ­სე. ისე, რომ ჩვე­ნი ღირ­სე­ბა და­ი­ნა­ხონ და „პავ­ლი­კა მო­რო­ზო­ვე­ბად“ არ გვი­ყუ­რონ.

ჩემ­თვის ისი­ნი, ვინც უცხო­ეთ­ში დარ­ბი­ან, სხვათა შო­რის, სა­ხე­ლებ­საც მე­უბ­ნე­ბი­ან, ამე­რი­კე­ლე­ბი არი­ან თუ ევ­რო­პე­ლე­ბი, სა­მარ­ცხვი­ნოდ რომ იქ­ცე­ვი­ან ჩვე­ნე­ბი… პავ­ლი­კა მო­რო­ზო­ვი იცით, რომ იდე­ო­ლო­გი­ის მსხვერ­პლი იყო, ესე­ნიც რა­ღაც იდე­ო­ლო­გი­ის მსხვერ­პლი არი­ან“, – აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე ია­კობ­მა.

როგორც მანვე აღნიშნა, როცა უცხო­ე­ლი ხე­დავს, რომ და­სახ­მა­რებ­ლად მას­თან გარ­ბი­ხარ, ის სხვაგ­ვა­რად გი­ყუ­რებს.

„შენს ქვე­ყა­ნა­ში არ გინ­და რომ შენ გა­და­წყვი­ტო, მი­დი­ხარ და ეუბ­ნე­ბი, მოდი, და­მეხ­მა­რე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვი­დეო. დე­მოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რა ვიქ­ნე­ბი, ის ვიქ­ნე­ბი და ეს ვიქ­ნე­ბიო, რო­გორ შეგ­ხე­დავს ის? რა თქმა უნდა, შა­ქარ­ყი­ნულ­საც გაჭ­მევს, სხვა რა­ღა­ცას გა­მო­გი­წო­დებს, ფუ­ლი­თაც და­გა­ფი­ნან­სებს, მაგ­რამ ვინ ხარ მის­თვის? რაც საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში „პავ­ლი­კა მო­რო­ზო­ვი“ იყო, იცო­დეთ, რომ უცხო­ე­ლე­ბის­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად იგი­ვე ხართ.

თქვე­ნი ბრა­ლი არ არის, ასე რომ იქ­ცე­ვით. სა­ქარ­თვე­ლო­ში არის 2 კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნი, ბევ­რად მცი­რე არი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ნე­ბი არი­ან და ვი­თომ სხვე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის იბ­რძვი­ან. შენ თუ თა­ვი­სუფ­ლე­ბის და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ფასი იცი, ვინ ეკი­თხე­ბა უცხო­ელს რომ მი­თხრას, „ასე და ისე“ იცხოვ­რეო.

მეუფე იაკობი – თავი მოსაფხანად ხომ არ გვაქვს ქართველებს, ან მუცელში წყალი რომ არ ჩაგვივიდეს? – როგორ ხარ ჩემი პარტნიორი, ან მეგობარი, თუ წახვალ-წამოხვალ, რუსეთთან და ბელარუსთან ერთად მომიხსენიებ?

მან რო­გორ უნდა მი­თხრას, ვინც თვი­თონ ვერ ცხოვ­რობს? რო­მე­ლი ქვე­ყა­ნაა წელ­ში გა­მარ­თუ­ლი? თუმ­ცა, მათ­შიც შე­იძ­ლე­ბა არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თო. ქარ­თვე­ლე­ბი ისე ვართ, ღმერ­თის გარ­და პატ­რო­ნი არა­ვინ გვყავს“, – აღნიშნა მე­უ­ფე ია­კობ­მა და დასძინა, რომ სა­ქარ­თვე­ლო აუ­ცი­ლებ­ლად და­იბ­რუ­ნებს იმას, რაც რუ­სეთ­მა ძა­ლით წა­არ­თვა.

მე­უ­ფე ია­კობ­მა, ასე­ვე, სიც­რუე უწო­და ბრალ­დე­ბებს, თით­ქოს რუ­სეთს მხარს უჭერს:

„არა­ვის მო­ვახ­დე­ვი­ნებთ შიგ­ნით არე­უ­ლო­ბას, საკ­მა­ოდ დიდი ძალა გვაქვს. იმ დღეს ვქა­და­გებ­დი, გა­მო­დი­ან უსინ­დი­სოდ და ამ­ბო­ბენ, რუ­სეთს უჭერს მხარ­სო. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა რუ­სეთს მხა­რი და­ვუ­ჭი­რო? თან ამას ლა­პა­რა­კო­ბენ ის ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი, ვინც დღე­საც რუ­სულ ფულს იღე­ბენ.

მეუფე იაკობი: „ახალგაზრდობას მინდა ვუთხრა, საუკეთესო ახალგაზრდობა გვყავს, მაგრამ რობოტებივით და ზომბებივით ნუ იქნებიან, აზროვნება ისწავლონ“

თა­ვი­დან­ვე ზო­გი­ერ­თი რუ­სის აგენ­ტი იყო, ვინც დღეს იმ ტე­ლე­ვი­ზი­ებ­შია. თუ ძა­ლი­ან და­ა­ინ­ტე­რე­სებთ, შე­მიძ­ლია ხმა­მაღ­ლა ვამ­ხი­ლო. არ ვურ­ჩევ, რომ ასეთ რა­მე­ში დაგ­ვი­პი­რის­პირ­დნენ.

ჩემ­თვის არა­ფერს წარ­მო­ად­გენს ევ­რო­პი­დან მე­ტყვი­ან, ამე­რი­კი­დან, რუ­სე­თი­დან თუ აქ მე­ტყვის ვი­ღაც, რას ამ­ბობ მას­ზეო. წე­სი­ე­რად მო­იქ­ცნენ და არა­ვის­ზე არა­ფერს ვი­ტყვი. შე­მი­ტე­ვენ და თვი­თონ და­მარ­ცხდე­ბი­ან“. – გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები