LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისოლ ჯგუფი Outdoor.ge -ის შეძენით ინტერესდება

532

სოსო ფხაკაძე გარე სარეკლამო კომპანია Outdoor.ge -ის შეძენით ინტერესდება. “ეს არის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც ჩვენ ძალიან გვაინტერესებს”,- ამის შესახებ “ვისოლ ჯგუფის” ხელმძღვანელმა გადაცემა  “საქმის კურსს” განუცხადა.

კითხვაზე, ადასტურებს თუ არა ის კომპანიის შეძენას, ფხაკაძე პასუხობს:  “მე იმას ვადასტურებ უბრალოდ, რომ ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით განვითარებას ვგეგმავთ, ზოგგან კონსოლიდაცია მოხდება, ის დარგები, რომლებიც იმდენად არ გვაინტერესებს, შეიძლება დავტოვოთ. ეს ჩვეულებრივი პროცესია. არაფერს ვადასტურებ, უბრალოდ ვამბობ, რომ ეს არის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც ჩვენ ძალიან გვაინტერესებს, 1998 წლიდან საქმიანობს ჩვენი ჯგუფი ამ მიმართულებით და რასაკვირველია, ჩვენ შევეცდებით, რომ გავძლიერდეთ”,- აცხადებს სოსო ფხაკაძე. 

შეგახსენებთ, ამ ეტაპზე “ვისოლ ჯგუფი” უმსხვილეს გარე სარეკლამო კომპანია “ალმას” ფლობს.

რაც შეეხება Outdoor.ge -ის, მის გაყიდვასთან დაკავშირებით ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. შეიცვალა კომპანიის მენეჯმენტიც. საჯარო რეესტრის 2017 წლის 9 მარტის ამონაწერის მიხედვით, კომპანიის ყოფილი დირექტორი კონსტანტინე ჭავჭანიძე ტარიელ ჩოჩიშვილმა ჩაანაცვლა. საჯარო რეესტრის მონაცემებითვე, Outdoor.ge-ის ერთ-ერთი მთავარი, 70%-იანი წილის მფლობელი ოფშორში რეგისტრირებული კომპანია Adprojects-ია. რაც შეეხება სხვა მფლობელებს, 20%-ს შპს „სამკუთხედი“; 10%-ს კი შპს „ჯეოტეკი“ ფლობს. აღსანიშნავია ისიც, რომ „ჯეოტეკის“ 100%-იანი წილის მფლობელი ასევე ოფშორული კომპანია Adprojects არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები