LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვლადიმერ პუტინის რეიტინგი 2013 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

45

ფონდ „საზოგადოებრივი აზრის“ გამოკითხვის შედეგად ვლადიმერ პუტინის რეიტინგი 2013 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

პუტინის რეიტინგი 45%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში პუტინის რეიტინგი 67%-ს შეადგენდა.

რაც შეეხება რუსეთის მმართველ პარტიას „ედინაია რასიას“, მისი ახლანდელი რეიტინგი (31%) ყველაზე დაბალია 2007 წლის შემდეგ. მიმდინარე წლის იანვარში „ედინაია რასიას“ რეიტინგი 51%-ს აღწევდა.

ფონდ „საზოგადოებრივი აზრის“ გამოკითხვა 29-30 სექტემბერს რუსეთის 207 დასახლებულ პუნქტში ჩატარდა, სადაც საერთო ჯამში, 3000 რესპონდენტი გამოიკითხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები