LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მთავარი მტერი დაასახელა

57

რუსეთის პრეზიდენტმა პარლამენტის ორივე პალატის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის მთავარი მტერი დაასახელა.

ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთის მთავარი მტერი და საფრთხე ჩამორჩენაა.

„საქმე ის კი არ არის, რომ ვიღაცა მოვა, ჩვენს მიწებს მიიტაცებს და ააოხრებს. საქმე ასე არ დგას. ჩვენი მთავარი საფრთხე და მტერი ჩამორჩენაა. თუ ჩვენ ამ სიტუაციას ვერ გავუმკლავდებით, ის უფრო გამძაფრდება. ეს რთული ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ ორგანიზმს ანადგურებს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, თუ რუსეთი ამ პრობლემას არ გადაჭრის, მომავალი არ ექნება.

„ყველაფერი ის უნდა მოვიშოროთ, რაც ჩვენს წინსვლას და განვითარებას ამუხრუჭებს. თუ ამას არ ვიზამთ, ჩვენს შვილებს, ჩვენს ქვეყანას მომავალი არ ექნება. ჩვენ განვითარების ისეთი დინამიკა უნდა ვუზრუნველყოთ, რომ არც ერთმა დაბრკოლებამ ხელი არ შეგვიშალოს დამოუკიდებლად წინსვლაში. ჩვენ თვითონ უნდა განვსაზღვროთ ჩვენი მომავალი“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები