LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვნახეთ ე.წ. „ოპოზიციონერები“, კონკრეტულ კომპანიებს რომ ლობირებდნენ – პრემიერი “ევროპულ საქართველოს” პასუხობს

105

საქართველოს პრემიერმინისტრი ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს, რომელიც კორუფციულ გარიგებებს და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის მხრიდან კონკრეტული კომპანიების ლობირებას ეხება.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ოპოზიციის ბრალდებები ინფრასტრუქტურის სამინისტროში შესაძლო კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.

კვირიკაშვილის თქმით, „ევროპული საქართველოს“ გუშინდელი განცხადებებით გამოჩნდა, რომ ოპოზიციური პარტია კონკრეტული კომპანიების ლობირებით თავად არის დაკავებული.

„ამ ცვლილების თაობაზე გაჟონა ინფორმაციამ და რანაირი ისტორია აღარ მოვისმინეთ. მოგეხსენებათ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ატარებს სხვადასხვა ტენდერს და არაერთი კომპანია მონაწილეობს ამ ტენდერებში. ბუნებრივია, რომ კერძო სექტორის ყველა სუბიექტი ვერ იქნება ერთნაირად ბედნიერი და კმაყოფილი.

ისინი სხვადასხვა პოლიტიკური საშუალებებით, მათ შორის, ჩვენ ვნახეთ ე.წ. „ოპოზიციონერები“, რომლებიც კონკრეტულ კომპანიებს ლობირებდნენ, გუშინ იყვნენ აყოლილნი ამ მითქმა-მოთქმას. მინდა გითხრათ, რომ ამ პოლიტიკურ სპეკულაციებს არანაირი საფუძველი არ გააჩნია. რაც მოგიყევით, ეს არის სიმართლე და ეს არის ის რეალობა, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ყველა მოქალაქისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“-განაცხადა პრემიერმა.