LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოგი: „ყველაზე მაგარი ქართველი მოდელი სამი შვილის დედაა!..“

559

Vogue.com სტატიას უძღვნის ქართველ მოდელს, თიკა მახარაძეს სათაურით: „ყველაზე მაგარი ქართველი მოდელის სამი შვილი და ბიჭური სტილი“.

როგორც „ვოგის“ საიტი წერს, თიკა მახარაძე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელი იყო გასული მოდის კვირეულზე თბილისში. ცნობილი გამოცემისთვის საინტერესოა ქართველი მოდელის ხუჭუჭა თმა, ბიჭურად აჭრილი ვარცხნილობა და ჩაცმულობა, რომელიც უამრავ ფოტოგრაფს იზიდავს. ამ სეზონზე ის გოლა დამიანის, გიორგი ქებურიას, გვანცა ჯანაშიასა და ტატუნა ნიკოლაიშვილის ჩვენებებზე გამოვიდა. მას მოდელის კარიერის პარალელურად, კიდევ ერთი სრული დღის სამუშაო აქვს, სამი შვილის დედაა. 28 წლის მახარაძე 19 წლის ასაკში გათხოვდა, 20 წლისას კი პირველი შვილი ალექსანდრა შეეძინა, შემდეგ კი რტყუპი, სანდრო და ნიკო ეყოლა. „როცა ალექსანდრა 20 წლის გახდება, მე მაშინ 40 წელი შემისრულდება და ჩვენ მეგობრები ვიქნებით“, აღნიშნა მოდელმა „ვოგთან“ საუბრისას და დასძინა, რომ შვილისთვის უფრო და იქნება, ვიდრე დედა.

როგორც „ვოგი“ აღნიშნავს, საქართველოში, დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისად, მახარაძისნაირ ახალგაზრდა დედებს არცთუ იშვიათად შეხვდებით.

რაც შეეხება სამოდელი კარიერას, ის პირველად გოლა დამიანმა შეამჩნია, რომელმაც მას დაურეკა და უთხრა: „თიკა, შენ გამოხვალ ჩემს ჩვენებაზე და დადებითის გარდა, სხვა პასუხს არ მივიღებ“. შემდეგ კიდევ ერთმა დიზაინერმა დარეკა და თქვა, „მე თიკა მინდა“. ამის შემდგომ თიკას სამყარო შეიცვალა. „ვოგი“ ასევე დასძენს, რომ თიკას სამივე შვილი მის ძალიან მაგარი გარეგნობას იმეორებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები