LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლსკი : არმაზ ახვლედიანის განცხადებები გვიქმნიდა პრობლემებს და არაეთიკური იყო

58

გია ვოლსკის შეფასებით, არმაზ ახვლედიანის მარგი ქმედების კოეფიციენტი იყო დაბალი. მმართველი გუნდის წევრმა დღეს ახვლედიანის მიერ პარტიის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა.
”თუ რამე არ მიყვარს, ეს არის პიროვნებებზე ლაპარაკი. არმაზს ჩემს მიმართ უარყოფით კონტექსტში არაფერი უთქვამს. ცხოვრება გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ჩემი ფილოსოფია ან არმაზ ახვლედიანია. მას პარტიულ საქმიანობაში არც აქტიური და არც პასიური მონაწილეობა არ მიუღია. არ გავრიცხეთ, რადგან ეს მის დადებით მხარეს არ შეეფერობოდა და შევუჩერეთ პოლიტსაჭოს წევრობა. პროცესებში არ მონაწილეობდა – მარგი ქმედების კოეფიციენტი მისი მხრიდან იყო დაბალი. ასევე განცხადებები რომელსაც აკეთებდა, გვიქმნიდა გარკვეულ პრობლემებს და არაეთიკური იყო კოლეგების მიმართ”, – განაცხადა ვოლსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები