LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizz Air ქუთაისიდან ვილნიუსის ნაცვლად, კაუნასის აეროპორტში იფრენს

177

ვილნიუსის აეროპორტიდან მგზავრები კაუნასის აეროპორტში გადამისამართდა.

ცვლილება შეეხება Wizz Air ქუთაისი–ვილნიუსის რეისსაც, 14 ივლისიდან (23:59სთ-დან) 17 აგვისტომდე.

როგორც ვილნიუსის აეროპორტის ოფიციალურ ვებ–გვერდზეა ნათქვამი, 35 დღის განმავლობაში ყველა თვითმფრინავს კაუნასის აეროპორტი მიიღებს.

ოფიციალურ ვებ–გვერდზე ქუთაისი–ვილნიუსის მიმართულებით, 14 ივლისიდან 17 აგვისტომდე ბილეთებს უკვე ვეღარ შეიძენთ, თუმცა ლიტვაში გამგზავრების მსურველებისთვის, მიმართულებების ჩამონათვალში უკვე დამატებულია კაუნასის აეროპორტი.

ვილნიუსის აეროპორტი სარემონტო სამუშაოების გამო იხურება. როგორც ოფიციალურ გვერდზე წერენ, აეროპორტში ახალი ტერმინალი აშენდება. ძველის განახლების შედეგად, კი ადგილზე საბავშვო ოთახი, დასასვენებელი სივრცე და მწეველთა ახალი ადგილები მოეწყობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები