LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყალდიდობა იაპონიაში – დაიღუპა მინიმუმ 15 ადამიანი,50 დაკარგულს ეძებენ

257

იაპონიის სამხრეთ რეგიონებში ძლიერმა წვიმამ მეწყერი და წყალდიდობა გამოიწვია, რის შედეგადაც მინიმუმ 15 ადამიანი დაიღუპა, 50 კი დაკარგულად მიიჩნევა. დაღუპულებს შორის არიან ბავშვებიც. ამავდროულად, კიოტოს პრეფექტურაში 250-მა ადამიანმა საკუთარი საცხოვრებელი დატოვა, 3 700 ადამიანი კი კომუნიკაციის საშუალებების გარეშე დარჩა.

იაპონიის ხელისუფლების განცხადებით, დაზარალებულთა გადარჩენის ოპერაციაში თავდაცვის ძალების, პოლიციისა და სახანძრო სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობენ. პრემიერ-მინისტრის სინძო აბეს განცხადებით, სიტუაცია ძალიან სერიოზულია.

წვიმების სეზონი იაპონიაში თითქმის ყოველწლიურად წყალდიდობას და მეწყერს იწვევს, რასაც სოფლის მცხოვრებთა შორის მსხვერპლიც მოჰყვება ხოლმე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები