LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყალტუბოს ბაღებიდან გადმოყვანილ ყველა ბავშვს დიზენტერია აქვს – ექიმი

53

წყალტუბოდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს გადაყვანილ ყველა ბავშვს შიგელოზის (დიზენტერია) დიაგნოზი დაუსვეს, – ამის შესახებ ექიმმა ნუგზარ მაღლაკელიძემ განაცხადა.

მომხდარის მიზეზს სურსათის ეროვნული სააგენტო იკვლევს. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფო „მედიქალ სითიში“ ათი ბავშვი რჩება, აქედან ექვსი დღესაა ჰოსპიტალიზებული.

სულ სამი დღის განმავლობაში წყალტუბოს ბაღებიდან ქუთაისში 32 ბავში გადაიყვანეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები