LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაჩაღობა “საქართველოს ბანკში” – დაკავებულია 2 პირი

79

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისში ყაჩაღობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები თბილისში, ქინძმარაულის ქუჩაზე მდებარესაქართველოს ბანკისექსპრეს ფილიალში შეიჭრნენ, მოლარეოპერატორს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 3900 ლარი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული რვიდან თორმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ გატაცებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები