LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყალბი დოკუმენტების დამზადების და კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

22

„საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა,“ – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2017 წლის 6 სექტემბერს კომერციული მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისიანობაზე ტესტირების ჩატარებისთვის შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ერთერთი კომპანიის თანამშრომლები, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ დათვალიერებას ახდენდნენ დადგენილი ტექნიკური რეგლამენტის დარღვევით.

“უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმადგზისთვის ვარგისობაზე  ტესტირებას ექვემდებარება ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სრული მასა 3 500 კილოგრამს აღემატება.

გატარებული ოპერატიულსამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მიეცა  სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოსაკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტირებული ერთერთი კომპანიის ტესტირების ცენტრის სერტიფიცირებული ორი ინსპექტორი.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სამთავრობო დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის – „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება და მისი ჩატარების მეთოდებიმოთხოვნების უგულებელყოფით, სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით, ტექნიკურად გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გასცეს გზისთვის ვარგისიანობის დამადასტურებელი ტესტირების ბარათები და შესაბამისი ფირნიშები, რაც აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურად გამართულობას ადასტურებდა.

“გამოძიება მიმდინარეობს სსსკ-ის 362- მუხლის პირველი და 221- მუხლის მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  4-დან 6 წლამდე ვადით, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები