LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღებისთვის ერთი პირი დააკავეს

93

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, თბილისში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება – გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახურში ადასტურებენ.

მათი განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ერთ-ერთი კომპანიის დირექტორმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და სასაქონლო ზედნადებები 106 000 ლარის ღირებულების საქონლის ფიქტიურ მიწოდებაზე.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

პოპულალურები