LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყავა სიცოცხლეს ახანგრძლივებს!

138

მართალია, ყავის მირთმევა პირდაპირი გზა არაა უკვდავებისკენ, მაგრამ არომატული სასმელი, მართლაც საუკეთესო საშუალებაა 10-15 წლით გაიხანგრძლიოთ ცხოვრება. მოდით, უკეთ გავიგოთ, როგორ შეუძლია ჩვეულებრივ ყავას გვაჩუქოს სიცოცხლის რამდენიმე დამატებითი წელიწადი.

ვინ თქვა, რომ ყავა სიცოცხლეს ახანგრძლივებს

კვლელვას ჰარვარდის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფი ატარებდა დოქტორ მინ დინგის ხელმძღვანელობით. დინგი სწორედ ის მეცნიერია, ვინც რამდენიმე წლით ადრე დაამტკიცა, რომ გაზიანი სასმელის ხშირი მიღება პირდაპირ კავშირშია წონის მომატებასთან.

საუკუნის კვლევა

საკუთარი თეორიის დასამტკიცებლად, კვლევის ავტორებმა საკმაოდ მასშტაბური ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელიც 30 წელს გაგრძელდა და 2 000-ზე მეტი ადამიანის მონაცემი გაანალიზდა. რესპოდენტები ვალდებული იყვნენ ოთხ წელიწადში ერთხელ გამოცხადებულიყვნენ შემოწმებაზე და სწორედ ამგვარი დაკვირვების შედეგად გახდა შესაძლებელი მსგავსი დასკვნების გამოტანა. როგორც აღმოჩნდა, დღეში სამი ჭიქა ყავაც საკმარისია მეორე ტიპის დიაბეტის და გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკის შესამცირებლად. გარდა ამისა, ყავის სისტემატიური მიღება ხელს უშლის ზოგიერთი ნევროლოგიური პრობლემის განვითარებას.  

მთვარი კოფეინი არაა

კვლევის ერთ-ერთი ავტორი ფრენკ ჰუ ამტკიცებს, რომ სიცოცხლის გახანგრძლივება უკოფეინო ყავასაც შეუძლია, რადგან სინამდვილეში, ჯანმრთელობას არა კოფეინი გვინარჩუნებს, არამედ ყავის მარცვლებში არსებული ანტიოქსიდანტი – ქლოროგენის მჟავა. მკვლევარმა უკვე გამოსცა მონოგრაფია, სადაც აღნიშნა, რომ დიაბეტს და ინფარქტს ანთებითი პროცესები იწვევს, ქლოროგენის მჟავა კი, ხელს უშლის მათ განვითარებას.

თვითმკვლელები უპირატესობას ჩაის ანიჭებენ

ყველაფერთან ერთად, ყავა დადებითად მოქმედებს ნეიროდეგენერატიული სიმპტომებით დაავადებულ ადამიანებზე.   მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ კოფემანებს შორის 36%-ით ნაკლები თვითმკვლელია, ვიდრე ჩაის მოყვარულებს შორის. ამგვარი შედეგი დოფამინს უკავშირდება, რომლის გამოყოფასაც ყავა უწყობს ხელს.

რა რაოდენობის ყავა უნდა დავლიოთ

ყავა საუკეთესო ანტიდეპრესანტია, რომელსაც სტრესის შემცირება შეუძლია. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ პოზიტიური ეფექტის მისაღებად დღეში მაქსიმუმ 4-5 ჭიქა ყავის დალევაა საჭირო.  

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები