LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაზახეთის ვალი 2 მილიონით ნაკლები გვექნება

82

 

ყაზახეთის მიმართ საქართველოს ვალი შემცირდა. ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ხელი მოაწერა ყაზახეთის მიმართ საქართველოს ვალის განმეორებითი რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც საქართველოს ვალის ოდენობა ყაზახეთისადმი 27.77 მილიონი დოლარიდან 25,48 მილიონ დოლარამდე შემცირდა. მნიშვნელოვანია, რომ ყაზახეთის ვალის დაფარვა პარიზის კლუბის კრედიტორებთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე განხორციელდება და ვალის მომსახურება გაგრძელდება 2025 წლამდე.

ცნობისთვის, მოლაპარაკება ყაზახეთთან ვალის რესტრუქტურიზაციაზე 2001 წლიდან მიმდინარეობდა და წარმატებით 2016 წელს დასრულდა, რომლის საფუძველზეც ყაზახეთი დათანხმდა, რომ ვალის მომსახურება საქართველოსთვის ხელსაყრელი პირობებით მომხდარიყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები