LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველანი ვზეიმობთ: პრეზიდენტის დაბადების დღე 2 მილიონად

137

ზიმბაბვეს პრეზიდენტმა დაბადების დღის აღსანიშნავად 2 მილიონი ევრო დახარჯა. რობერტ ბუგაბეს 93 წელი შეუსრულდა, ამიტომ გადაწყვიტა, რომ ეს თარიღი მართლაც მთელი ქვეყნისთვის განსაკუთრებული ყოფილიყო.

მთავარი წვეულება კი ნაციონალურ პარკ მატობოში გაიმართა და მას მხოლოდ რჩეული საზოგადოება ესწრებოდა. სტუმრებს 93 კილოგრამიანი ზიმბაბვეს ფორმის ტორტით გაუმასპინძლდნენ. საინტერესოა, რომ პრეზიდენტს დღესასწაულზე ეცვა კოსტუმი, რომელზეც თავადვე იყო გამოსახული. ქმრის პატივსაცემად იგივე ფორმაში იყო გამოწყობილი პირველი ლედიც.

პრეზიდენტმა ძალიან გრძელი სიტყვაც წარმოთქვა, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 37-წლიანი მმართველობის შემდეგ ხელისუფლების დათმობას ნამდვილად არ აპირებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები