LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზას 10 ქულა და გამარჯვება ნიუ იორკში

56

ორმატჩიანი მარცხიანი სერიის შემდეგ „გოლდენ სტეიტმა“ ნიუ-იორკის „მედისონ სკვერ გარდენში“ „ნიქსი“ დაამარცხა. ზაზა ფააჩულიას გუნდმა მასპინძლებს 112:105 სძლია და ნბა-ს ლიდერობა გაიმყარა.

ოკლენდური გუნდის ქართველმა მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე 18 წუთი გაატარა. ფაჩულია კვლავ სტაბილური იყო და თამაშიდან განხორციელებული 6 სროლიდან 5 ნიუიორკელთა კალათში მოათავსა. მთლიანობაში ქართველმა ცენტრმა 10 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და დაფარება მოაგროვა.

ოკლენდელთა სასტარტო ხუთეულში ტრავმირებული კევინ დიურანტის ადგილი აალწვეულმა მეტ ბარნსმა დაიკავა, რომელმაც 19 წუთში 3-3 ქულა-მოხსნა და 2-2 ჩაჭრა-პასი მიითვალა. საუკეთესო შედეგი კი სტეფ კარიმ დააფიქსირა, რომელმაც ამ მატჩში ჩაგდებული 5 სამქულიანის შემდეგ ნბა-ს ყველა დროის სამქულიანების საუკეთესო მსროლელთა სიაში მე-10 ადგილიდან ჩონსი ბილაფსი განდევნა. კარიმ საკვანძო მე-3 პერიოდში 15 ქულა ჩააგდო, მთლიანობაში კი შეხვედრა 31 ქულით, 8 მოხსნით და 6 პასით დაასრულა.

„გოლდენ სტეიტს“ 51 გამარჯვების წილ 11 მარცხი აქვს და მდევარ „სან ანტოიოს“ 3 მოგებით უსწრებს. აღმოსავლური ტურნეს მე-6 მატჩს ოკლენდელები 7 მარტს ატლანტაში, ზაზა ფაჩულიას ყოფილ გუნდთან გამართავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები