LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზას 16 წუთი და 9 ქულა (ვიდეო)

28

ნაციონალური საკალათბურთო ლიგის მორიგ ტურში “გოლდენ სტეიტი” „მინესოტა ტიმბერვულვზს” დაუპირისპრიდა და ანგარიშით 126:113 დაამარცხა.

უჩვეულო ყვითელ მაისურებში მოთამაშე “უორიორსის” ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე 16 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ზაზამ 9 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე კევინ დურანტი გახდა, რომელმაც სამმაგი დუბლი 28 ქულა, 10 მოხსნა და 11 ასისტი შეასრულა.

გათამაშების მოქმედი ჩემპიონი მომდევნო შეხვედრას 28 იანვარს გამთენიისას “ბოსტონ სელტიკთან” გამართავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები