LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდის საფეხბურთო ბაზაზე გედებს ზრდიან

78

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ რუსეთის დედაქალაქ მოსკოვიდან გედები ჩამოიყვანა.

ზუგდიდის მერია რამდენიმე დღეში გედებისთვის ბოტანიკურ ბაღში სპეციალურ ადგილს გამოყოფს, მანამდე კი სიჭინავამ ფრინველები ზუგდიდის “ბაიას” საფეხბურთო ბაზეზე სახელდახელოდ მოწყობილ აუზში მოათავსა.

თეთრი ფერის გედების გარდა სიჭინავა უახლოეს მომავალში ამავე სახეობის შავი ფერის ფრინველებისა და ამასთანავე რამდენიმე ფარშევანგის ჩამოყვანას აანონსებს.

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი მმართველი შემოდგომაზე გასამართ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ემზადება და გამარჯვების შემთხვევაში ზუგდიდის მერის პოსტს დაიკავებს.

წყარო: sport.adjara.com

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები