LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში თხილის საწარმოს შენობას ცეცხლი გაუჩნდა

116
Untitled design (5)

ზუგდიდში თხილის საწარმოს შენობას ცეცხლი გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, დამწვარია შენობის ნაწილი.

ხანძრის გაჩენის ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად გაუმართავი ელექტროგაყვანილობა სახელდება.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული. „ფორტუნას“ უწყებაში განუცხადეს, რომ ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“