LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა

594
ზუგდიდი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭითაწყარში, გაზგასამართ სადგურთან აფეთქება მოხდა.

მომხდარის ამსახველი კადრები, სოციალურ ქსელში ვრცელდება.

როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფი, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. 

ხანძრის განმომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

დეტალებს „ფორტუნა“ შესაბამის უწყებებში არკვევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები