LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მეზობლის მიერ მეზობლის მკვლელობის, შემდეგ კი თვითმკვლელობის საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებს

359
შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მომხდარ განზრახ მკვლელობის და თვითმკვლელობის ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მეზობელმა მეზობელი მოკლა – შსს-ს ინფორმაციით ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე მამაკაცმა, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„სამართალდამცველების მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, დადგინდა, რომ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენმა პირმა მომხდარიდან მალევე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები