LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა დოიჯაშვილის დასახმარებლად აშშ-ში მცხოვრები მომღერლები კონცერტს გამართავენ

406

10 ივლისს ზურა დოიჯაშვილის დასახმარებლად აშშ-ში მცხოვრები მომღერლები გაერთიანდებიან. იდეის ავტორი ნინი წიკლაურია. მან გადაწყვიტა, დახმარების ხელი გაუწოდოს კოლეგას, რომელსაც ახალახან გულზე პრობლემები შეექმნა ნერვიულობის გამო. როგორც ცნობილია, დოიჯაშვილმა შესაძლოა დაკარგოს ბინა, რომელშიც ცხოვრობს.

ნინი წიკლაური კონცერტის შესახებ გვესაუბრა.

ნინი:

10 ივლისს, „გესთ ჰაუსში“ ვმართავ კონცერტს ემიგრანტებისათვის. რომელსაც ვუძღვნი ზურა დოიჯაშვილს. მას აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები და ასევე მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია.

კონცერტში ჩავრთე ემიგრაციაში მყოფი ქართველი მუსიკოსები. ვლად არამოვი, ირაკლი შარაძე, ნოდარ სინაურიძე, ვანო გოდერძიშვილი. კონცერტს წაიყვანს და ასევე რამდენიმე სიმღერას შეასრულებს სოსო თოლორაია. კონცერტის პროდიუსერია ემიგრანტი გიორგი ნიკოლაიშვილი. საღამოზე შემოსული გარკვეული პროცენტი გადაერიცხება ზურა დოიჯაშვილს. ამ პროცენტის ოდენობას კონცერტის მსვლელობის დროს გავამხელთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები