LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ დათუნაშვილი ევროპის ჩემპიონია

101

სერბეთის ქალაქ ნოვი სადში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი (80) ევროპის ჩემპიონი გახდა.

დათუნაშვილმა ფინალში რაძიკ კულიევი ანგარიშით 4:2 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ დათუნაშვილი ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა. წინა წელს მან 75 კგ-ში იმარჯვა, წელს კი – 80 კგ-ში.

მერვედფინალში დათუნაშვილმა ბულგარელ დანიელ ტიჰომიროვ ალექსანდროვს 3:2 მოუგო. მეოთხედფინალში დათუნაშვილმა ჩეხ პეტრ ნოვაკს 8:0 სძლია, ნახევარფინალში კი რუსი ადლან აკიევი 2:1 დაამარცხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები