LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ საქართველოს ნაკრები ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავა, ჩვენს ჰიმნს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვიმღერებ“ – რუსკა მაყაშვილი

226
BeFunky-collage (2)

მსახიობი, ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი სოციალურ ქსელში ახალ გამოწვევაზე საუბრობს. როგორც მსახიობი აღნიშნავს, თუ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავა, ის საზოგადოებრივ ტრანსპორტში საქართველოს ჰიმნს იმღერებს.

“საქართველოს ნაკრებს აქვს შანსი, რომ გავიდეს ევროპის ჩემპიონატზე, ჰო და ვიღებ “ჩელენჯში” მონაწილებას. თუ საქართველოს ნაკრები გაიმარჯვებს და დარწმუნებული ვარ ასეც მოხდება, მე ვიმღერებ ჩვენს ჰიმნს საზოგადოებრივ ტრანსპორტში”, – ამბობს რუსკა მაყაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ნახევარფინალური ეტაპის მატჩს 21 მარტს, ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამართავს.