LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ნამდვილად არ მეგონა, რომ ამ თემას დავუბრუნდებოდი, მაგრამ მაინც მიწევს, რადგან ერთადერთი თემაა, რომელიც მაღიზიანებს და ნერვებს მიშლის…“ – რუსკა მაყაშვილი მიმართვას ავრცელებს

1546
რუსკა მაყაშვილი

მსახიობი რუსკა მაყაშვილი სოციალურ ქსელ „ტიკტოკში“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ეხმაურება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ჩვევას, რომელიც მისი თქმით, ადამიანების გარეგნობის, კერძოდ კი წონისა და სიგამხდრის საჯარო განხილვას უკავშირდება.

მსახიობის თქმით, მსგავსი შენიშვნები თუ კომენტარები როგორც პირად სივრცეში, ქუჩაში, ისე ონლაინპლატფორმებზე უამრავ ადამიანს უქმნის დისკომფორტს, მათ შორის მასაც.

„ნამდვილად არ მეგონა, რომ ამ თემას დავუბრუნდებოდი, მაგრამ მაინც მიწევს, რადგან ერთადერთი თემაა, რომელიც მაღიზიანებს და ნერვებს მიშლის, სიგამხდრეზე საუბარი. ქუჩაშიც მაჩერებენ და მეუბნებიან: „რა გამხდარი ხარო“.

ვერ ვიგებ, რატომ გახდა სიგამხდრე დანაშაული, როდესაც ადამიანი თავს ჯანმრთელად, კარგად და მშვიდად გრძნობს… ვერ ვხვდები, როდემდე უნდა გააგრძელოს ამ ხალხმა სიგამხდრეზე საუბარი, გამხდარი გოგოების „ტიკტოკ“ და „ინსტაგრამ“ გვერდებზე შევარდნა და ლანძღვა… გაჩერდით, შეეშვით ადამიანებს და ნურსად ნუ ელაპარაკებით წონაზე: „რა გამხდარი ხარ“, „რა მსუქანი ხარ“, „როგორ გასუქდი“… რა საჭიროა ამაზე საუბარი?!“, – აცხადებს რუსკა მაყაშვილი.

@rusana18

!

♬ original sound – Ruska makashvili 🍋
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები