რუსკა მაყაშვილი ნანუკა ჟორჟოლიას გადაცემის „სხვა ნანუკა“ სტუმარია, რომლის ეთერშიც მეუღლესთან დაშორების შესახებ საუბრობს.
როგორც მსახიობი აღნიშნავს, ურთიერთობის დასრულება მხოლოდ ერთი მხარის ბრალი არ არის და ორივე მათგანი დამნაშავეა.
„მარტივი, ზედაპირული რაღაცები რომ გროვდება, მერე უკვე ძალიან დიდი ცუდი რაღაც ხდება. ემატება, ემატება ერთმანეთს, შენი ჩადიხარ ფსკერზე და იქ ფართხალებ. ტვინში არასდროს მქონდა დაშვებული რომ ბებიაჩემი მოკვდებოდა და ოჯახი რომ დამენგრეოდა. ეს ორი რაღაც უცნაურად მქონდა ჩაკეტილი. ყველაფერს შევძლებთ და გამოვა მეთქი დიდხანს ვამბობდი.
მეც ძალიან ბევრ რამეში ვარ დამნაშავე და ისიც. ფიზიკურად ეს ყველაფერი როდესაც უკვე ტოქსიკური გახდა და ბავშვებმაც იგრძნეს ეს. ჩემთვის ამ დროს მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვები იყო. მეშინოდა რომ ბავშვები ინერვიულებდნენ.
შემდეგ ვთქვი, რომ ერთხელ ვცხოვრობთ და რატომ არ უნდა ვიყოთ კარგად, მეც და ეს ბიჭიც. შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რადგან სხვა გზა არ იყო“, – ამბობს რუსკა მაყაშვილი.
