რუსკა მაყაშვილი „მადისაღმძვრელ პოდკასტში“ საუბრობს იმის შესახებ, რომ საკმაოდ მძიმე ხასიათით გამოირჩევა, თუმცა ამას მისი ოჯახის წევრები უფრო მეტად ატყობენ, ვიდრე მეგობრები.
„ნუ გჯერათ, მაგრამ ძალიან მძიმე ხასიათი მაქვს. ოღონდ ეს ჩემთვის და უფრო ჩემი ოჯახის წევრებისთვის, ვიდრე ჩემი მეგობრებისთვის ან სხვებისთვის, ახლა უფრო დამიმძიმდა. ამიტომ ვამბობ, საოცარი ასაკია, ზუსტად იცი, რატომ და რისთვის გინდა, ვის უშვებ შენი ცხოვრებიდან, ვის იძენ ახალს. ცუდ ხასიათს რაც შეეხება, ეს არავის აინტერესებს, მაინც შემოგიტრიალდება და დაიწყებს ამაზე საუბარს, არავინ გულწრფელად არ გისმენს. ვცდილობ, გარეთ ნაკლები ვილაპარაკო ჩემს პრობლემებზე. მეგობრებსაც, კრიტიკულად მძიმე მდგომარეობა თუ მაქვს, რაც იშვიათად ხდება, მაშინ ვეუბნები. ყველაფერს თავად ვერ გაუმკლავდები, ეს ბოლო დროს ვისწავლე, შეიძლება, დაიხმარო ვიღაცები და ეს ცუდი არ არის, პირიქით, ძალიან კარგია. საკმაოდ პრინციპული ხასიათი მაქვს…“
