LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დამანებეთ თავი!.. გეგონება, დავაშავე რამე, რომ გამხდარი ვარ… შეწყვიტეთ ადამიანების წონაზე საუბარი!..“ – რამ გააღიზიანა რუსკა მაყაშვილი

214
რუსკა

რუსკა მაყაშვილი ვიდეომიმართვაში საუბრობს იმის შესახებ, რომ მას ხშირად სიგამხდრის გამო აკრიტიკებენ და საზოგადოებას სთხოვს, ამ საკითხზე მეტად აღარ დაელაპარაკონ:

„ნამდვილად არ მეგონა, რომ ამ თემას დავუბრუნდებოდი. ერთადერთი თემაა, რომელიც მაგიჟებს და ნერვებს მიშლის. გარეგნობაზე რეპლიკები, რა მახინჯი ხარო, ფეხებზე მკიდია, მაგრამ ქუჩაში რომ მაჩერებენ, რა გამხდარი ხარო… რატომ გახდა სიგამხდრე დანაშაული, არ ვიცი, როცა ადამიანი თავს გრძნობს ჯანმრთელად, მშვიდად და წყნარად. ვერ ვხვდები, როდემდე უნდა გააგრძელონ ადამიანებმა სიგამხდრის გამო ლანძღვა. მარტო მე კი არ მლანძღავთ… შეეშვით ადამიანებს, ნუ ელაპარაკებით წონაზე ნურავის, ნურც მეგობრებს, რა გამხდარი ხარ, რა მსუქანი ხარ… იქნებ, ვისთვის რა პრობლემაა ეს და ვის რა აწუხებს. რა საჭიროა ამაზე საუბარი? 39 წლამდე ისე მოვედი, რომ სულ ვიყავი ძალიან გამხდარი. თუ გგონია, რომ კომპლიმენტს მეუბნებით, არ არის ასე. შეწყვიტეთ წონაზე საუბარი. თქვენს ზედმეტ ან ნაკლებ კილოგრამებს მიხედეთ. სიტყვა ანორექსიას რატომ ეხუმრებით? იცით, რა არის ანორექსია? ნუ იყენებთ მსგავს ლექსიკას… შეწყვიტეთ ადამიანების დაშეიმინგება, რომ ნაკლები ან მეტი წონა აქვთ!.. დაანებეთ თავი ადამიანებს. ტვინი წაიღეთ. გეგონება, დავაშავე რაღაც, რომ გამხდარი ვარ…“

@rusana18

!

♬ original sound – Ruska makashvili 🍋
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები