თეატრალური ფესტივალის ფარგლებში თბილისს ჯონ მალკოვიჩი და ინგებორგა დაპკუნაიტე ეწვევიან

132
ფესტივალი

საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, თბილისსს მსახიობები ჯონ მალკოვიჩი და ინგებორგა დაპკუნაიტე ეწვევიან.

მაყურებელი 22 და 23 მარტს, გრიბოედოვის თეატრში ცნობილი მსახიობების მონაწილეობით ტიმოფეი კულიაბინის სპექტაკლს „ბამბის მინდვრების სიმარტოვეში“ (ლატვიური „დაილეს“ თეატრის და ეკატერინა იაკიმოვას კოპროდუქცია) იხილავს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 23 მარტს, 12:00 საათზე თეატრ სახელოსნო 42-ში ჯონ მალკოვიჩი და ინდებორგა დაპკუნაიტე პროფესიონალებთან და მაყურებლებთან შეხვედრას გამართავენ.

ცნობისათვის, თბილისის საერთაშორისო ფესტივალი 2009 წელს თბილის მერიის მხარდაჭერით დაფუძნდა. 15 წლის განმავლობაში, ფესტივალმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდა 200-ზე მეტ საერთაშორისო კომპანიას უმასპინძლა. ფესტივალს სტუმრობდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან: რობერტ ლეპაჟი, ეიმუნტას ნეკროშიუსი, ჯორჯიო სტრელერი, პიპო დელბონო, სილვიუ პურკარეტე, აკრამ ჰანი, კშიშტოფ ვარლიკოვსკი, მაია კლეჩევსკა, ფილიპ ჟანტი, ალვის ჰერმანესი, ჯონ მალკოვი, ლუკაშ ტვარკოვსკი, ნინო ხარატიშვილი.