LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ჯონ მალკოვიჩი და ინგებორგა დაპკუნაიტე თბილისს ეწვივნენ – მსახიობები ლევან წულაძეს შეხვდნენ

249
ჯონ მალკოვიჩი

თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, თბილისს ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი ჯონ მალკოვიჩი და ასევე მსახიობი ინგებორგა დაპკუნაიტე ეწვივნენ – კადრებს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ავრცელებს.

თეატრალური ფესტივალის ფარგლებში თბილისს ჯონ მალკოვიჩი და ინგებორგა დაპკუნაიტე ეწვევიან

მსახიობების მონაწილეობით სპექტაკლს „ბამბის მინდვრების სიმარტოვეში“ (ლატვიური „დაილეს“ თეატრის და ეკატერინა იაკიმოვას კოპროდუქცია), ქართველი მაყურებელი 22 და 23 მარტს იხილავს.

როგორც თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, მსახიობები „თეატრი სახელოსნო 42“-ს ესტუმრნენ და რეჟისორ ლევან წულაძეს შეხვდნენ.