LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იენს სტოლტენბერგი – ნებისმიერ თავდასხმას ნატო-ზე მოჰყვება ერთიანი და ძლიერი პასუხი

129
untitled-design-12-szxdglr-2024-02-11_19-53-06_771102

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ნებისმიერ თავდასხმას ნატო-ზე მოჰყვება ერთიანი და ძლიერი პასუხი.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა წერილობითი განცხადება გააკეთა.

„ნებისმიერი წინადადება იმის შესახებ, რომ მოკავშირეები ერთმანეთს არ დაიცავენ, ძირს უთხრის მთელ ჩვენს უსაფრთხოებას, მათ შორის ამერიკელ და ევროპელ ჯარისკაცებს რისკის ქვეშ აყენებს“, – აღნიშნულია ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ნატოს მოკავშირეებს, რომლებიც, არ ასრულებენ თავიანთ ფინანსურ ვალდებულებებს, რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში არ დაიცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები