წელს სუპერბოულის ფინალურ შოუზე ამერიკის ჰიმნის შესრულება,
68 წლის ქანთრი მომღერალს, რება მაკენთარის ხვდა წილად.
სხვათა შორის, რებამ ოკლაჰომას შტატში ჰიმნი პირველად 19 წლის ასაკში
შეასრულა. სწორედ ამიტომ მის ამ გამოსვლას ჰიმნით სცენაზე
დაბრუნების 50 წლის იუბილე უწოდეს.
წელს ის განსაკუთრებული მომენტი იყო, როცა არავინ ღელავდა
იმაზე, როგორ შეასრულებდა ჰიმნს მუსიკოსი. ყველამ იცოდა, რომ 68
წლის ქანთრის ვარსკვლავი ამას უნაკლოდ შეძლებდა და ასეც მოხდა. ტიროდა ყველა, სპორტსმენებიც და მსმენელიც.
თავად რება კი მომღიმარი სახით ანათებდა მთელს სტადიონს. ამ
დროს ყველაფერი ამერიკის დროშის ფერებში იყო განათებული და ეს
„სუპერბოულის“ ერთ-ერთი ყველაზე ემოციური სცენა გამოდგა.