LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშერის დაუვიწყარი მუსიკალური შოუ და R&B-ის ვარსკვლავების ცვენა „სუპერბოულზე“

163
სუპერბოული

წელს ამერიკული ფეხბურთის სუპერლიგის ფინალი გამორჩეული იყო ბევრი მიზეზის გამო. ფინალში ერთმანეთს „კანზას სითი ჩიფსი“ და „სან ფრანცისკო“ გუნდები დაუპირისპირდნენ და თამაში კანზასელების გამარჯვებით დასრულდა. იქამდე კი „სუპერბოულის“ დაუვიწყარი მუსიკალური შოუ გაიმართა, რომლის წლევანდელი ჰედლაინერი  R&B-ის 45 წლის ვარსკვლავი, აშერი გახლდათ. მისი შოუ ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა „სუპერბოულის“ ისტორიაში და ის 15 წუთს გაგრძელდა, ამით მან რიანას რეკორდი გააუმჯობესა.

თეთრებში გამოწყობილმა მუსიკოსმა შოუ თავისი სიმღერის მოკლე ვერსიით Caught Up-ით გახსნა, რასაც მოჰყვა ჰიტები U Don ‘t Have To Cal და Love In This Club. მოგვიანებით კი აშერს სცენაზე რეპერები ლილ ჯონი და ლუდაკრისი შეუერთდნენ და 2004 წლის ჰიტი, Yeah შეასრულეს. მალევე სცენაზე გამოჩნდნენ ალიშა კისი და მუსიკოსი H.E.R. აშერმა თავის 15 წუთიან გამოსვლაში პატივი მიაგო პოპის მეფის, მაიკლ ჯექსონის ხსოვნას, რასაც ფანების მხრიდან განსაკუთრებული მოწონება ჰქონდა.

მუსიკოსების მთელი არმია, მოცეკვავეების გასაოცარი შოუ, კოსტიუმების მრავალფეროვნება და R&B-ის მუსიკალური ზეიმი, ეს მართლაც დაუვიწყარი შოუ იყო.

რაც ეხება ამერიკის ნაციონალურ ჰიმნს, ის ქანთრი მუსიკოსმა რება მაკენთაირმა შეასრულა.  

ვიდეო იხილეთ აქ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები