დუეინ ჯონსონმა ახალი კინოროლისთვის საოცარი ვიზუალური ტრანსფორმაცია განიცადა.
ბენი საფდის მომავალი პროექტისთვის – Lizard Music ჰოლივუდის მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ვარსკვლავმა 22 კილომდე დაიკლო, გრიმის გაკეთებას კი ყოველდღიურად 5 საათს ანდომებს.
ფილმში ჯონსონი Chicken Man-ის სახელით ცნობილ ექსცენტრიკულ, 70 წლამდე ასაკის პერსონაჟს განასახიერებს, რომლის საუკეთესო მეგობარიც ასწლოვანი ქათამია, მის მთავარ პარტნიორად კი 10 წლის თეო კლარკ ლებერი გვევლინება.
კინოსურათის გადასაღები მოედნიდან ქსელში ახლახან სწორედ ამ ტანდემის ფოტოები გავრცელდა.
გავრცელებულ კადრებში, ჯონსონი ჭაღარა თმით, წვერითა და სახის სპეციალური პროთეზირებით ჩანს, რის გამოც ფანებს მისი ცნობა გაუჭირდათ. ამის შესახებ Entertainment Tonight წერს.
Lizard Music დენიელ პინკუოტერის 1976 წლის ამავე სახელწოდების საბავშვო წიგნს ეფუძნება. სიუჟეტი მიჰყვება პატარა ბიჭს, ვიქტორს, რომელიც ტელევიზორში შემთხვევით აღმოაჩენს ხვლიკების მუსიკალურ ჯგუფს და საიდუმლო სამყაროს საძიებლად, Chicken Man-თნ ერთად მიემგზავრება.
Lizard Music ეკრანებზე 2027 წლის 25 დეკემბერიდან გამოჩნდება.