LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუეინ ჯონსონს ამერიკის პრეზიდენტობა არ სურს

59

დუეინ ჯონსონი 2020 წლისთვის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს არ იყრის. ასეთი გადაწყვეტილების შესახებ ამერიკელმა მსახიობმა თავად განაცხადა.

„სამწუხაროდ, ჩემს თავს ამ პოზიციაზე 2020 წელს ვერ ვხედავ. ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე კი, ეს ყოველივე შეუძლებელია“.

მსახიობის თქმით, ბოლო მომენტამდე ის სერიოზულად განიხილავდა ამ შეთავაზებას ახლობლებისგან, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას სთავაზობდნენ. ჯონსონის თქმით, ამ პოზიციას ის დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება და ბოლო მომენტამდე საკმაოდ სერიოზულად ფიქრობდა. ვარსკვლავი არ გამორიცხავს, რომ ძალები მომდევნო არჩევნებში სცადოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები