LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის რომანტიკა „სუპერბოულზე“ გამარჯვების შემდეგ

210
ტეილორ-სვიფტი

ამერიკული ფეხბურთის პროფესიონალური ლიგის ფინალი „კანზას სითი ჩიფსსა“ და „სან ფრანცისკოს“ გუნდს შორის, კანზასელების გამარჯვებით დასრულდა. თამაშის მთავარი გმირი, „კანზას სითი ჩიფსის“ მთავარი ფეხბურთელი, ტრევის კელსი იყო, რომლის საგულშემატკივროდ ლას ვეგასში, ტეილორ სვიფტი ჩავიდა. მუსიკოსს გვერდს უახლოესი მეგობარი, ბლეიკ ლაივლი უმშვენებდა. ამ დღეს სვიფტი შავ კორსეტსა და ჯინსებში იყო გამოწყობილი, ხოლო ყელზე 4 ათასი დოლარის ღირებულების ყელსაბამი ეკეთა.

განსაკუთრებულად ემოციური გამოდგა მატჩის დასასრული, სადაც საყვარელი მამაკაცის მხარდასაჭერად ტეილორმა სტადიონზე გადაინაცვლა. სვიფტისა და კელსის რომანტიკული ფოტოები დღეს ყველა წამყვანი მედიის გარეკანს ამშვენებს. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები