LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ცხოვრების შეცვლა შეეძლო ერთი გაღიმებით, სიკეთისფერი ადამიანი იყო და ბედნიერება მოჰქონდა.. ჩვენ ისევ ვიპოვით ერთმანეთს!“ – ასურეთთან გარდაცვლილი მიშო ბიძინაშვილის მეუღლის ემოციური სტატუსი

396
ing (4)

7 თებერვალს, სოფელ ასურეთის მიმდებარედ საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის დროს გარდაცვლილ ოპერატორს, მიშო ბიძინაშვილს მეუღლე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს უძღვნის.

„წარმოდგენა არ მაქვს, როგორი ბედისწერით დავიბადე, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ არსებობდა ის ერთი, ვისაც ჩემი ცხოვრების შეცვლა შეეძლო თუნდაც ერთი გაღიმებით, ერთი ჩახუტებით, რა საოცრებაა ვისაც მართლა ესმის შენი, ვინც გრძნობს შენი გულის ამინდებს, საჭირო დროს რომ შენს გვერდით აღმოჩნდებოდა, დადებით ენერგეტიკას რომ ატარებდა, კეთილი თვალებით სითბოს და სინათლეს რომ ასხივებდა, ჩემი გამზევება რომ შეეძლო, სიკეთისფერი ადამიანი რომ იყო და ბედნიერება მოჰქონდა.. აი სწორედ ასეთი იყავი ჩემო მიშო. ჩვენ ისევ ვიპოვით ერთმანეთს!“ – წერს მიშო ბიძინაშვილს მეუღლე სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, საჰაერო ბურთი ფოთის ცენტრალური სტადიონიდან 7 თებერვალს დილით აფრინდა. ორ მფრინავს საჰაერო ბურთით ყველაზე დიდ მანძილზე გაფრენაში, მსოფლიო რეკორდის დამყარებამდე საცდელი ფრენა უნდა განეხორციელებინათ. საფრენი აპარატით ისინი ფოთიდან კახეთის მიმართულებით მიფრინავდნენ. წინასწარი ინფორმაციით, საჰაერო ბურთი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, რამაც კატასტროფა გამოიწვია. საჰაერო ბურთზე მყოფი სამივე ადამიანი დაიღუპა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g