LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

​​კახა ვაჭარაძე იმის შესახებ, როგორ გავარჩიოთ ნამდვილი სუნთქვის უკმარისობა პანიკის შეტევისგან

2483
kaxavajaradze2011

პულმონოლოგი კახა ვაჭარაძე „ფორმულას“ დილის ეთერში ჩაერთო და საინტერესო რჩევები მისცა მათ, ვისაც ეშინია კორონავირუსის ერთ-ერთი გართულების, სუნთქვის უკმარისობის და შესაძლოა, ეს განცდა პანიკის შეგრძნებამაც გაუჩინოთ.

სპეციალისტი პაციენტებს სისხლში ჟანგბადის გასაზომი საშუალების ყიდვასა და მის სისტემატიურად გამოყენებას სთავაზობს. ​​პულმონოლოგი ასახელებს იმ რიცხვს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს სატურაცია ნორმის შემთხვევაში.

„ხშირად ​პაციენტებს, პანიკური შიშის გამო აქვთ ნევროზული მოვლენები, რის გამოც ჰგონიათ, რომ აქვთ სუნთქვის უკმარისობა. ეს გასაგებიცაა, რადგან ინფორმაცია, რომელიც ჩვენამდე მოდის, შემაშფოთებელია. ემოციურმა ფაქტორმა არ უნდა გადაგვძალოს. საკმარისია, გავიზომოთ სატურაცია (სისხლში ჟანგბადის განსაზღვრის მაჩვენებელი). თუ ის არის 95-სა და 100-ს შორის, მშვიდად უნდა ვიყოთ. ჯანგბადის გასაზომი აპარატი პულსოქსიმეტრები გვაქვს სააფთიაქო ქსელში, პაციენტებს შეუძლიათ, შეიძინონ ის და გამოიყენონ, როგორც იყენებენ თერმომეტრებს. პულსოქსიმეტრი თითის დისტალურ ფალანგზე უნდა მოთავსდეს და ის გვიჩვენებს სისხლში ჟანგბადის შემცველობას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები